BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.

„საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ",- განაცხადა BBC-ის სპიკერმა.

ცნობისთვის, საჩივარი ეხება BBC--ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასა და დოკუმენტურ ფილმს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“. BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“. „ქართულმა ოცნებამ“ 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიას შესაბამისი საჩივრით მიმართეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს