პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“

გახდი ბინის მფლობელი „თბილისის აკრებში“ საუკეთესო პირობით, რომელიც აღარ განმეორდება - ბოლო შეთავაზების ფარგლებში დედაქალაქის პრესტიჟულ ადგილას 1 კვ.მ.-ის ღირებულება მხოლოდ 1750$-ია და შეძენა შესაძლებელია შიდა უპროცენტო განვადებით!

აქციით სარგებლობა მხოლოდ თებერვლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

რატომ უნდა აირჩიო „თბილისის აკრები“?

„თბილისის აკრები“ - ეს არის დედაქალაქის პირველი თვითმყოფადი უბანი, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს სამშენებლო სფეროში ყველაზე ავტორიტეტული კომპანია „ანაგი“, რომლის უკანაც 36-წლიანი გამოცდილება და ათობით პრემიუმ-კლასის პროექტი დგას. პირველი ფაზის 13-ვე საცხოვრებელი ბლოკის სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

„თბილისის აკრები“ მოიცავს 62 ჰექტარ ტერიტორიას, ვაკე-საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე. „თბილისის აკრებს“ გარს აკრავს 90 000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი. კომპლექსში დამატებით მოეწყობა რეკრეაციული ზონები, პარკები და სასეირნო ბილიკები.

უბნის კონცეფცია იდეალურად ერგება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს - აქ ყველაფერია, რაც მშვიდი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის გჭირდებათ:

  • კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა;
  • ყველა სერვისი ფეხით სავალ მანძილზე - კომერციული და საგანმანათლებლო ცენტრები, სარესტორნო ბრენდები, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები;
  • ბუნებასთან სიახლოვე და სუფთა ჰაერი;
  • სოციალური სივრცეები;
  • უსაფრთხო გარემო.

„თბილისის აკრები“ დედაქალაქის პირველი თვითმყოფადი უბანია, სადაც იქნებით ბუნებასთან ჰარმონიაში და ამავდროულად, წვდომა გექნებათ ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელ ყველა სერვისთან და ინფრასტრუქტურასთან.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, 2026 წელი დაიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენით, საოცნებო ბინით, პირველი ფაზის ბოლო შეთავაზების ფარგლებში! იცხოვრეთ ბუნებასთან ჰარმონიაში, დედაქალაქის საუკეთესო ლოკაციაზე.

გახდი ბინის მფლობელი თბილისის აკრების პირველ ფაზაში, საუკეთესო პირობით. ფასი, რომელიც აღარ განმეორდება - კვ.მ 1750$

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია:

  • პირ­და­პი­რი ვი­ზი­ტი გა­ყიდ­ვე­ბის ოფის­ში: Anagi Collab - ი. აბა­ში­ძის #70
  • ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცია: ეწ­ვი­ეთ ვებ გვერდს: https://tbilisiacres.ge/
  • სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა