პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოგვმართეს და ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძე ადასტურებს.

როგორც ის განმარტავს, არაერთმა ბრალდებულმა და მათმა ადვოკატმა მიმართა უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, თუმცა, რა პირობებით შეიძლება ეს შეთანხმება დასრულდეს, პროკურორი არ საუბრობს, ვინაიდან მისივე განმარტებით, ეს კონფიდენციალურია.

„იმისთვის, რომ კონკრეტულ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, სახეზე უნდა გვქონდეს მათი მხრიდან აღიარება, ასევე განცხადებითაც უნდა მოგვმართონ და შემდეგში, განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი, ყველანი შევთანხმდებით პირობებზე, რა თქმა უნდა, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ.

მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ“, - განაცხადა ხინთიბიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირია მიცემული. აღნიშნული პირების საქმეების განხილვა სასამართლოში 4 ეპიზოდად მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს