ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე - მნიშვნელოვანი დღეა, იქნება ახალი ნაბიჯები ჩვენი, უკრაინისა და ევროპის საერთო უსაფრთხოებისკენ

დღეს მიუნხენში პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“მნიშვნელოვანი დღეა და ახალი ნაბიჯები იქნება ჩვენი - უკრაინისა და ევროპის - საერთო უსაფრთხოებისკენ. გეგმაშია პირველი ერთობლივი, უკრაინულ-გერმანული დრონების წარმოების ქარხანა და ასევე პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები…

ყველაზე წონიანი, რისი ერთად მიღწევა შეგვიძლია, ომის დასრულებაა ღირსებული მშვიდობით და უკრაინისთვისა და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების სანდო გარანტიების შექმნაა ისე, რომ ევროპაში არავინ დარჩეს დაუცველი,” - წერს ზელენსკი.

არსებული ინფორმაციით, ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს “ბერლინის ფორმატის” შეხვედრაში, სადაც იქნებიან ევროპისა და ნატოს ლიდერები, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ირანის მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლევისთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოფთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს