მაკა ბოჭორიშვილი - მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეგვაქვს ამაში, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის უფრო სერიოზული პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე საქართველოს კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მისივე თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ჰქონდეთ კომუნიკაცია პარტნიორებთან და კონფერენციის მონაწილეებთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენს პრიორიტეტებზე შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვისაუბროთ. კერძოდ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სურს საქართველოს, როგორ ხედავს საქართველო ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეაქვს საქართველოს სწორედ იმაში, რაზედაც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში.

ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად და იყოს ის დამოკიდებულება, რაც შესაძლებელს გახდის უფრო სერიოზულ პარტნიორობას, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე თავად საქართველოს კეთილდღეობისკენ”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთაგან ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას და შუა დერეფნის მნიშვნელობას ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.

მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფანში საქართველოს როლის წარმოჩენა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველო წარმოჩენილი და სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა დერეფანში და ზოგადად შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დღეს ევროპისთვის და ევროპა-აზიის დაკავშირებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი