სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

BARTA-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე, მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში, მთავარი ჯილდო სილქნეტს გადაეცა. კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გამჭვირვალობის და ანგარიშგების ხარისხს, ამკვიდრებს მაღალ სტანდარტს წლიური ანგარიშის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით.

"სილქნეტის მიერ BARTA-ს ჯილდოს მეოთხედ მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ურყევ ერთგულებას პასუხისმგებლიანი კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისადმი. ჩვენი კორპორაციული კულტურა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი მუდმივად განამტკიცებს ინვესტორთა, პარტნიორთა და აბონენტთა ნდობას, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების მთავარი გარანტიაა", - ანა გახოკიძე, სილქნეტის ფინანსური დირექტორის მოადგილე.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA, 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. კონკურსი BARTA ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მსხვილ ფინანსურ, მსხვილ არაფინანსურ, მცირე და საშუალო კომპანიებს, რითაც ხელს უწყობს​ ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას. BARTA 2025 მთავარი ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს სილქნეტის მიმართ ნდობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ზრდის მის კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი