ნინო წილოსანი ადგილობრივ მწარმოებლებს - 60 დღე ქსელი თქვენს ფულს იყენებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

კომისიის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, დაინტერესდა მწარმოებლების გადახდის პირობებით, კერძოდ, სთხოვა კომპანიის წარმომადგენლებს, დაესახელებინათ ის ფაქტორები, რაც მათ პრობლემას უქმნის - ნაშთების კონტროლი, რეალიზებული პროდუქციის გადახდის ვადები და ა.შ.

როგორც კომპანია „ქალაქურის" წარმომადგენელმა, მურად ღოღაძემ განაცხადა, პრობლემაა „რეალიზაცია, რომელიც ვერ განსაზღვრავს ჩვენ მიერ გადატვირთულ და კაპიტალის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, უკან დაბრუნებულს, რომელსაც ჩვენ გადავტვირთავთ, პირობითად, 1000 ლარს, იქიდან შეიძლება ჩვენ დაგვიბრუნდეს 700 ლარი."

წილოსანის კითხვაზე, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ გაყიდული პროდუქცია აკონტროლონ და გაყიდულ პროდუქციაზე მომენტალურად ანაზღაურებას იღებენ თუ არა, ღოღაძემ უპასუხა: "არა, გამორიცხულია. ჩემთან მიმართებით არ არის ასე. დალოდების პერიოდი გაყიდულ პროდუქციაზე 60, შეიძლება 80 დღეა."

„ანუ, 60 დღე, ქსელი თქვენს ფულს იყენებს და ატრიალებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, ამიტომ, ამ საკითხებით აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი. წარმოიდგინეთ, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი