ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვენაში, ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვენაში მიმდინარე ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა 54-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ყანდაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იურიდიული პროფესიების როლის გაძლიერების განსაკუთრებულ აუცილებლობას სამართლის უზენაესობის იმ გამოწვევათა ფონზე, რომელმაც დღევანდელ მსოფლიოში მრავლად იჩინა თავი.

„ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა კონფერენცია (EPK) ევროპის იურიდიულ პროფესიათა ტრადიციადქცეული პრესტიჟული ფორუმია, რომელიც 1972 წლიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი