„მილმართის“ წარმომადგენელი - იძულებულები გავხდით, მეტად გადავერთოთ ექსპორტზე - იმპორტირებული პროდუქცია კონკურენციას გვიწევს, იმის გამო, რომ ჩვენი პროდუქციის ცნობადობაა ნაკლები

რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება, რის გამოც იძულებულები გავხდით, ბოლო ორი წელია, უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ არის მოთხოვნა, 4 თვეა [ქსელებში] შეტანები შევაჩერეთ ამ პრობლემების გამო, - ამის შესახებ ფასების შემსწავლელ კომისიაზე მოსმენისას შპს „მილმართის“ წარმომადგენელმა, გიორგი მაისურაძემ განაცხადა, რომელიც ჩაის ბრენდ „შემოქმედს“ აწარმოებს.

როგორც მან აღნიშნა, იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას ცნობადობის გამო უწევს.

მისივე თქმით, მოსახლეობაში ცნობადობა თუ გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის მიმართ, რაშიც სახელმწიფოს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, ფასებიც დარეგულირდება.

„ჩვენ მარკეტების ქსელებთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდან, როცა კომპანია დაარსდა, საკმაოდ კარგად. რაც დრო გადის, აქ ჩამოთვლილი პრობლემები ნელ-ნელა იზრდება, რის გამოც იძულებულები გავხდით, ბოლო ორი წელია, უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ არის მოთხოვნა. 4 თვეა [ქსელებში] შეტანები შევაჩერეთ ამ პრობლემების გამო. იქ არის ხოლმე აქციების პერიოდში სააქციო გადასახადი, რომელიც მეწარმეზე მოდის. ყველაზე კარგ პირობებში რეალიზებული პროდუქციის დროში გაწელილი გადახდა და ყველაზე ცუდი გაყინული თანხა. ძალიან დიდი თანხებია გაყინული. ამის გამო გვიწევს სესხის აღება. რაც შეეხება იმპორტირებულ ჩაის, საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი, დიდი კონკურენციაა. ადგილობრივ მოსახლეობაშიც ცნობადობის პრობლემაა პროდუქტის. ჩვენ ჩაი ძირითადად გაგვაქვს გერმანიაში, ჩეხეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და რუსეთში. ჩვენი სარეალიზაციო ფასი არის იდენტური როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტზე. დაახლოებით 20 სახეობის პროდუქციას ვაწარმოებთ. ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება შეგვქონდეს 8 ან 9.

ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 10-12%-ს ენერგომატარებელი განსაზღვრავს. ელექტროენერგიაზე ვართ მთლიანად დამოკიდებული. იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასებში შემოდის. ქართული ჩაის თვითღირებულება საკმაოდ დიდია, რიგი ამ პირობების გამო. თვითონ ნედლეულის თანხა წლიდან წლამდე იზრდება. იმპორტირებული პროდუქცია უფრო მეტად კონკურენციას გვიწევს, იმის გამო, რომ ჩვენი პროდუქციის ცნობადობაა ნაკლები.

პრემიუმ სეგმენტს თუ ავიღებთ, ჩვენი ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ქართული ჩაი რენტაბელური პროდუქტია საკმაოდ. მოსახლეობაში ცნობადობა თუ გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის მიმართ, რაშიც სახელმწიფოს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, ვფიქრობ ფასებიც დარეგულირდება“,-განაცხადა გიორგი მაისურაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა