ალექსანდრე ხაზარაძე - საქართველოს სავალუტო რეზერვებში დაახლოებით 100 მილიონ დოლარის მოცულობის რეზერვები  2021 წლიდან ჩინურ იუანში გვქონდა განთავსებული

საქართველოს ძირითადი ვალდებულებები დენომინირებულია აშშ დოლარსა და ევროში, შესაბამისად, ქვეყნის სავალუტო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განთავსების კუთხით ყოველთვის სარგებლობს საერთაშორისოდ აღიარებული რეზერვების მართვის პრინციპებით, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვალდებულების სავალუტო რისკის ჰეჯირების მიზნით, ვალდებულებებისა და რეზერვების სავალუტო კომპოზიცია მსგავსი უნდა იყოს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია დივერსიფიკაციის პრინციპი რაც ითვალისწინებს სხვა ვალუტებში მცირე მოცულობით ინვესტირებას მთლიანი რეზერვების ვოლატილობის შემცირებისა და შემოსავლიანობის ზრდის მიზნით.

„შესაბამისად ვინაიდან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები არის დენომინირებული აშშ დოლარსა და ევროში, ჩვენი სავალუტო კომპოზიცია, საერთაშორისო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. თუმცა ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვების მცირე პორცია ყოველთვის იყო განთავსებული განსხვავებულ ვალუტებში დივერსიფიკაციის მიზნით. ასეთი ვალუტები იყო: ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი და სხვა ვალუტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩინური იუანიც, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვალუტა დივერსიფიკაციის კუთხით და 2021 წლიდან ჩვენ ჩინურ იუანში განთავსებული გვქონდა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვები“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ეს იყო განთავსებული არა პირდაპირ, არამედ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით.

ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა, იძლევა საშუალებას ნაკლები ხარჯებით მოხდეს პირდაპირი ინვესტიციები, ასევე ეს იძლევა მეტ ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოიპოვა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი