შოთა ბერეკაშვილი - როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის - მთავარი პრობლემა ამაში არ არის

როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის - მთავარი პრობლემა ამაში არ არის, - ამის შესახებ ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს.

„ჩვენ გვინდა მნიშვნელოვანი კორექციის მიღწევა. როდესაც შეფასებებში შევდივართ და ვამბობთ რომ ფასნამატი არის 86% სექტორში, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის. ამაზე აქცენტის გაკეთება... მთავარი პრობლემა ამაში არ არის. მთავარი პრობლემა არის რომ სტრუქტურულად, თვითონ სექტორმა იფუნქციონიროს სწორად, როგორც ფუნქციონირებს საქართველოს მსგავსი ქვეყანა. ამის მიღწევა გვინდა ჩვენ.

ჩვენი მიზანია რომ პროცესი წარიმართოს სწორად. შევძლოთ სექტორში სწორი პრობლემის იდენტიფიცირება. შემდეგ უკვე გვეცოდინება სწორი დიაგნოზი, რატომ ხდება ეს. განვახორციელებთ შესაბამის ანალიტიკას. მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის ამოქმედების შედეგადაც ჩვენ ხელშესახებ შედეგზე მივალთ და მივაღწევთ იმას, რომ მოხდება ფასების კორექცია კლებისკენ. ისე მოხდება ეს, რომ გააუმჯობესებს ბაზრის კონკურენციას. ბიზნესისთვისაც იქნება მისაღები და რაც მთავარია, მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს," - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი