„ქართული აგროპროდუქტის“ დამფუძნებელი - დახლების 90% გაყიდულია - ახალი კომპანია რომ შევიდეს და მოითხოვოს დახლის შეძენა, რათა განათავსონ თავისი პროდუქცია, უბრალოდ შეუძლებელია

დახლების 90% გაყიდულია. ახალი კომპანია რომ შევიდეს და მოითხოვოს დახლის შეძენა, რათა განათავსონ თავისი პროდუქცია, უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ დამფუძნებელმა იოსებ მანჯავიძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

იოსებ მანჯავიძის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობისას წააწყდა ისაა, რომ ისინი აკვირდებიან მარკეტში შეტანილ ახალ პროდუქციას და თუ წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგ ანალოგიურ პროდუქტს თავად ქმნიან.

„რაც შეეხება მარკეტებთან ურთიერთობას, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ სადღაც სამი ქსელიდან გამოგვისტუმრეს ტკბილი სიტყვით, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობები. მიზეზი იყო ის, რომ თქვენი პროდუქცია არ იყიდება იმ რაოდენობით, რომ ეს ჩვენთვის მომგებიანი იყოს. როდესაც მივედით იქამდე, რომ გადავიხდით დახლზე გადასახადს, ყველა გადასახადში შემოგყვებით და წარმოგვადგინეთ, უარი გვითხრეს იქიდან გამომდინარე, რომ დახლების 90% გაყიდულია. ახალი კომპანია რომ შევიდეს და მოითხოვოს დახლის შეძენა, რათა განათავსონ თავიანთი პროდუქცია, უბრალოდ შეუძლებელია იმიტომ, რომ გაყიდულია. დახლების ძირითადი მფლობელები ისევ და ისევ სადისტრიბუციო კომპანიები არიან. ჩაკეტილი წრეა. ჩვენ მივდივართ სადისტრიბუციო კომპანიასთან და იქ უკვე 40-55%-მდე გვიძვირდება პროდუქციის ფასი, არ მივდივართ, ჩვენ თვითონ ვურთიერთობთ სუპერმარკეტებთან და იქ უბრალოდ არ ვართ წარმოჩენილი იმ დონეზე, რომ პროდუქცია გაიყიდოს.

შემდეგი პრობლემა, რასაც წავაწყდით ქსელებთან ურთიერთობაში, ეს არის მათ მიერ შექმნილი ბრენდები. ვთქვათ, ახალი პროდუქცია შემოვიდა, თუნდაც ქართული, აკვირდებიან, როგორი გაყიდვები აქვს, რამდენად მიიღო მომხმარებელმა და იმ წუთშივე იწყება თავისივე სახელით მსგავსი პროდუქტის შექმნას. თითქმის ყველა ქსელს აქვს თავისი ბრენდი. ეს უკვე პირდაპირი კონკურენტია, ის თაროს ფულს არ იხდის, პროცენტიც ნაკლები აქვს. აქ უბრალოდ კონკურენციას აზრი არ აქვს“, - განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი