ევროკავშირის პრესსპიკერი „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე - თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას

შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მცდელობების შემდგომ ესკალაციას, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას და ასევე იმას, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, თუკი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებენ.

„ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრა. თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ევროკავშირს, ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ რეაგირებაში და ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა. შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ დახმარების გაწევა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა. პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი