გრიგოლ გეგელია - ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს თავისი ელჩი გადაჰყავს თბილისიდან ერევანში, უცნობია, თუ როდის ეყოლება ესტონეთს ახალი ელჩი თბილისში - საქართველო დღეს ხდება მეორეხარისხოვანი სახელმწიფო

დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს თავისი ელჩი გადაჰყავს თბილისიდან ერევანში. ჩვენთვის უცნობია თუ როდის ეყოლება ესტონეთს ახალი ელჩი თბილისში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო აღარ აღიქმება იმ მნიშვნელობის პარტნიორად, როგორიც წარსულში იყო, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ანტიდემოკრატიულ საგარეო და საშინაო კურსს უკავშირდება.

„დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს თავისი ელჩი გადაჰყავს თბილისიდან ერევანში. ჩვენთვის უცნობია თუ როდის ეყოლება ესტონეთს ახალი ელჩი თბილისში. ეს არის ძალიან კარგი დასტური იმ სამწუხარო დინამიკისა, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ-კავკასიის რეგიონში, როდესაც საქართველო კარგავს თავის ტრადიციულ, პოლიტიკურ ცენტრალობას. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ამ რეგიონის პოლიტიკური დედაქალაქი იყო, დღეს ხდება მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, რომელიც არ არის შეხებაში იმ მთავარ განვითარებასთან და დინამიკასთან, რასაც ახლა აქვს ადგილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ესტონეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მისი ეს ჟესტი არის იმის გამოხატულება, რომ სამწუხაროდ, საქართველო თავისი დღევანდელი საგარეო და საშინაო ანტიდემოკრატიული კურსის გამო არ არის იმ მნიშვნელობის პარტნიორი, როგორიც ის ტრადიციულად იყო“,- განაცხადა გეგელიამ.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება, სანამ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. გეგელიას თქმით, დეპარტამენტმა უკვე მესამედ გაიმეორა იგივე გზავნილი, რაც წინა პერიოდშიც არაერთხელ გაჟღერდა.

გეგელიას განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებთან მოკლე და ფორმალური შეხვედრები საკმარისი არ არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„დღესვე მოვისმინეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც მოწმობს, რომ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზება არ მომხდარა და არ მოხდება, ვიდრე რეჟიმი არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მესამედ გაიმეორა იგივე გზავნილი, რაც გასულ წელსაც მრავალჯერ გვაქვს მოსმენილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმმა უნდა გამოავლინოს დადებითი ნება და კონკრეტული ქმედებით აჩვენოს ურთიერთობების ნორმალიზების მზაობა და სურვილი.

როგორც ვხედავთ, აშშ-ს ლიდერებთან სარდაფებსა და კორიდორებში 3 - წამიანი შეხვედრები არ არის და ვერ იქნება საკმარისი წინაპირობა იმისათვის, რომ აშშ-თან ურთიერთობები ნორმალიზდეს. მიუხედავად ამერიკის იდენტური განცხადებებისა, ამ რეჟიმს არ გადაუდგამს არც ერთი დადებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეჩერებული ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები აღდგენილიყო. ნაცვლად ამისა რეჟიმმა, რომელმაც საქართველოდან განდევნა ამერიკული კაპიტალი და სურს რომ ამერიკის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გადასცეს ჩინეთს, ამ რეჟიმმა ღიად დაიკავა ავტოკრატიული, ანტიამერიკული ძალების მხარე. კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნა პოლიტიკურ დასავლეთს“,- განაცხადა გეგელიამ.

გეგელიას შეფასებით, არსებული პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო შეიძლება დარჩეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, რაც მისი თქმით, ქვეყნის მომავალს სერიოზულ რისკებს შეუქმნის.

„მაშინ, როდესაც ეს რეგიონი არის ისტორიული ცვლილებების წინაშე, მაშინ, როდესაც ახალი სატრანზიტო, ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სამშვიდობო ქსელი იქმნება, მაშინ, როდესაც იბადება ახალი სამხრეთ-კავკასიური არქიტექტურა, არაბების მაკლერი ირაკლი კობახიძე საუბრობს ბინების გაყიდვაზე. ეს არის ნათელი დასტური იმისა თუ რატომ არის თითოეული თქვენგანის ბრძოლა ცენტრალური მნიშვნელობის. ძალიან მალე ამ პოლიტიკური კურსი პირობებში, საქართველოს არ ეყოლება არცერთი მეგობარი და პარტნიორი და აღარ იარსებებს ქართული სახელმწიფო რაიმე პერსპექტივით“,- განაცხადა გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი