ანდრეი სიბიგა - ჩინეთი უკრაინას ენერგეტიკული დახმარების პაკეტს გადასცემს

ჩინეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ენერგეტიკული სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი პაკეტი გამოუყოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, სიბიგამ მიუნხენში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრა გამართა.

„მიუნხენში მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. ყურადღება გავამახვილეთ ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი სავაჭრო და ორმხრივი კავშირების განვითარების გზებზე. დავადასტურე უკრაინის ინტერესი ჩინეთთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების მიმართ. განვიხილეთ სამშვიდობო ძალისხმევა და ჩინეთის მნიშვნელოვანი როლი ომის დასრულებაში. მადლობელი ვარ პეკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, უკრაინის ენერგეტიკისთვის ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი პაკეტი გამოყოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ვან ის მიაწოდა ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების და რუსული დარტყმების შედეგად ჩინური კომპანიებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ.

სიბიგას განცხადებით, შეხვედრა დასრულდა კონტაქტებისა და ორმხრივი ვიზიტების გაგრძელების შეთანხმებით და მან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მიიწვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი