ტატა ხვედელიანი - ეს ანტირეფორმა არის სპეცოპერაცია განათლების სისტემის წინააღმდეგ - ექსპერიმენტებს ატარებენ

ეს ანტირეფორმა არის სპეცოპერაცია განათლების სისტემის წინააღმდეგ. ექსპერიმენტებს ატარებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, რეფორმა აუცილებლად შეეხება კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ რეფორმის ფარგლებში იქნება ძალიან ბევრი ტალღა. ეს საბოლოოდ მათთვის უზრუნველყოფს იმ დისკომფორტის აღმოფხვრას, რაც აქვთ განათლების სისტემისგან. ეს უზრუნველყოფს, რომ განსხვავებული აზრი გაქრეს ქვეყანაში, ის შეკითხვები გაქრეს, რომელიც მათ აწუხებთ. მე ვფიქრობ, რომ დარტყმის ობიექტები გახდებიან როგორც კერძო სკოლები, ასევე კერძო უნივერსიტეტებიც. პირდაპირ გეტყვით, ის რომ სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების დანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს, ხომ არ არის ეს ირიბად დარტყმა „აგრარული“ და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიმართულებით. ეს ანტირეფორმა არის განათლების სისტემის ნგრევა ჩვენს ქვეყანაში, ამას ექნება უმძიმესი შედეგები და ეს იქნება „ოცნებისთვის“ შავი ლაქა, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანი გადაცემაში გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასწარმოქმნის შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევა იგეგმება.

ხვედელიანის თქმით, „ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ შედეგს ვერ ნახავენ, პროდუქტზე ფასები არ დაიწევს, შესაბამისად, მათ უნდათ, რომ პროცესი დროში გაახანგრძლივონ და საბოლოო ჯამში უცხოურ კომპანიას გაამართლებინონ.

„აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდად არიან კვლევასთან, ანალიზთან. ფუნდამენტურ ცვლილებებს აინიცირებენ და არცერთ კვლევას არ ეფუძნება. საღად მოაზროვნე ადამიანს არ რთავენ ამ საკითხში, არავის არაფერს არ ეკითხებიან, ჩარაზავენ კარებს და ოთახში მარტო ორ-სამ ფურცელ კონცეფციას წერენ და გვთავაზობენ.

„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ამ შედეგს ვერ ნახავენ, პროდუქტზე ფასები არ დაიწევს. შესაბამისად, მათ უნდათ, რომ პროცესი დროში გაახანგრძლივონ და საბოლოო ჯამში უცხოურ კომპანიას გაამართლებინონ პროცესი. რატომ გადაწყდა, რომ უცხოელების დათვლილი, გაანალიზებული პროცესი უფრო გააზრებული და წარმატებული იქნება, ვიდრე ქართველი სპეციალისტების. ძალიან ფასადურად და არასერიოზულად მიდის ეს პროცესი“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა