ემანუელ მაკრონი - მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება - თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპამ თავისი დაპირებები შეასრულა, რადგან გააძლიერა ომით განადგურებული ქვეყნის მხარდაჭერა და შეკრიბა კოალიცია, რომელიც მზადაა მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად.

„თუ ბოლო ოთხ წელს ავიღებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დასუსტებული ქვეყანაა. როდესაც მესმის კაპიტულანტური გამოსვლა უკრაინის შესახებ, როგორ მოუწოდებს ზოგიერთი ლიდერი უკრაინას, აღიაროს, რომ დამარცხებულია, ამ ომში რუსეთის გადაჭარბებულად შეფასება, ეს უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომაა”, - აღნიშნა მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მიღწეულმა შეთანხმებამ უნდა დაიცვას უკრაინა მომავალი აგრესიისგან და შეინარჩუნოს ევროპის უსაფრთხოება.

„უნდა უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებამ დაიცვას უკრაინა, შეინარჩუნოს ევროპის უსაფრთხოება, არ მისცეს რუსეთს სტიმული ხელახალი მცდელობისთვის და ასევე არ მისცეს დანარჩენ მსოფლიოს კატასტროფული მისაბაძი მაგალითი“, - აღნიშნა მაკრონმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაში ევროპის როლი მნიშვნელოვანია.

„მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნა მაკრონმა.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ევროპამ უნდა აღადგინოს დიპლომატიური არხები რუსეთთან, რათა არ დაეყრდნოს სხვებს - ძირითადად აშშ-ს - მოლაპარაკებების წარმართვაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი