ვოლოდიმირ ზელენსკი - არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან : „კომპრომისზე წასვლის დროა“ - ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით

ეს არის რუსების გიჟური ომი ხალხის წინააღმდეგ. მისი შეჩერება იოლი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ის, რადგან ეს რუსეთს არ სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამოცემა POLITICO-ს განუცხადა.

„არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან. ისინი ამბობენ: შეხედეთ, კომპრომისზე წასვლის დროა, შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯები. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს უდიდესი კომპრომისია. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომი მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე რეალური ზეწოლის შემთხვევაში დასრულდება.

„ის უარს იტყვის. დღეს ერთი მიზეზი, ხვალ მეორე მიზეზი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მასზე ზეწოლა. პუტინი შეაჩერებს ამ ომს, თუ მასზე რეალური ზეწოლა მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა, რაზეც დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს, შესანიშნავი იდეაა, თუმცა, ამის განსახორციელებლად მას აშშ-ის პრეზიდენტის დახმარება სჭირდება.

„თუ პრეზიდენტი მომცემს ორი, სამი თვით ცეცხლის შეწყვეტას, პუტინზე ზეწოლის გზით, არჩევნებს ჩავატარებთ“, - განუცხადა ზელენსკიმ POLITICO-ს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი