მარკო რუბიო - აშშ-ს სურს, რომ ევროპა ძლიერი იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელო არასოდეს იქნება

აშშ-ს სურს, რომ ევროპა ძლიერი იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელო არასოდეს იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ცივ ომში გამარჯვების ეიფორიამ საშიშ ილუზიამდე მიგვიყვანა, რომ თითქოს „ისტორიის დასასრულში“ შევაბიჯეთ და ახლა ყველა ქვეყანა ლიბერალური დემოკრატია იქნებოდა, ვაჭრობით ჩამოყალიბებული კავშირები სახელმწიფოებრიობას ჩაანაცვლებდა, წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ეროვნულ ინტერესებს ჩაანაცვლებდა და რომ ჩვენ საზღვრების გარეშე ვიცხოვრებდით, სადაც ყველა მსოფლიოს მოქალაქე გახდებოდა. ეს სულელური იდეა იყო, რომელიც უგულებელყოფდა როგორც ადამიანის ბუნებას, ისე 5000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული კაცობრიობის ისტორიის გაკვეთილებს და ეს ძვირად დაგვიჯდა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-მა და ევროპამ შეცდომები ერთად დაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწორონ.

„ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის მთლიანობასა და ჩვენი ხალხის მომავალს. შეცდომები ერთად დავუშვით და ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ამ შეცდომებს თვალი გავუსწოროთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ, ამერიკელები პირდაპირები ვართ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ეს ძალიან გვადარდებს. ჩვენ ძალიან გვადარდებს როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომავალი და თუ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ეს ევროპასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილიდან გამომდინარე გამომდინარეობს. ჩვენ დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სულიერი და კულტურული თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა რუბიომ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი