მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„შესაძლებლობა მქონდა გავსაუბრებოდი არაერთ კოლეგას, ასევე გამემართა შეხვედრები.შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.იცით, რომ შვეიცარია არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა შეაფასა შუა დერეფნის საკითხებზე გამართული პანელური დისკუსიაც, რომელშიც ის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მონაწილეობდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა