მარკო რუბიო - საერთაშორისო ორგანიზაციების სასწრაფოდ გარდაქმნაა საჭირო

საერთაშორისო ორგანიზაციების სასწრაფოდ გარდაქმნაა საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარკო რუბიოს განცხადებით, გაერო-ს „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ მან ღაზასა და უკრაინაში ომი ვერ მოაგვარა და ხშირად „უძლურია“.

„იდეალურ სამყაროში ეს პრობლემები დიპლომატების მიერ რეზოლუციებით მოგვარდებოდა, მაგრამ ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ მოქალაქეებსა და გლობალურ სტაბილურობას ემუქრებიან, საერთაშორისო სამართლის მიღმა დაიმალონ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანი ან სურვილი ტრანსატლანტიკური ეპოქის დასრულება არ არის, არამედ აშშ „კეთილდღეობის ახალი საუკუნის გზას ქმნის“ და მას ამის გაკეთება ევროპასთან ერთად სურს.

„ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, ჩვენი სამშობლო შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით. ჩვენი სურვილი არ არის, რომ ჩვენი მოკავშირეები სუსტები იყვნენ, რადგან ეს ჩვენ სუსტად გვაქცევს. გვსურს, რომ ჩვენს მოკავშირეებს საკუთარი თავის დაცვა შეეძლოთ. გვსურს, რომ მოკავშირეები თავიანთი კულტურითა და მემკვიდრეობით ამაყობდნენ“, - აღნიშნა რუბიომ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მარკო რუბიომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში „მოსაგვარებელი საკითხები შემცირდა, თუმცა ყველაზე რთული კითხვები კვლავ პასუხის გაცემას საჭიროებს“.

„ვფიქრობ, ამ დარბაზში ამ ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების წინააღმდეგი არავინ არის, თუ პირობები სამართლიანი და მდგრადი იქნება. ჩვენი მიზანიც ეს არის და ვეცდებით, ამას მივაღწიოთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო