ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროპა ჩართული უნდა იყოს

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროპა ჩართული უნდა იყოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველა რეგიონული პრობლემა დიალოგისა და კონსულტაციების გზით უნდა მოგვარდეს და ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ. უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებითაც ასეა, მაგრამ ჩინეთი ამ კონფლიქტის პირდაპირი მხარე არ არის. საბოლოო სიტყვა არ გვეთქმის“, - განაცხადა ვანგ იიმ.

ასევე, მისი თქმით, ჩინეთი და ევროკავშირი „პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები“.

„ჩინეთი მშვიდობის ერთგულია და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ მშვიდობას ხელი შეუწყონ“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი