ურსულა ფონ დერ ლაიენი - გლობალური კრიზისების ფონზე ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს

გლობალური კრიზისების ფონზე ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველა იმ თვალსაზრისით, რომელიც უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, თავდაცვას, ენერგეტიკას, ეკონომიკას, ვაჭრობას, მინერალებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება. დამოუკიდებელი ევროპა ძლიერი ევროპაა. ძლიერი ევროპა კი უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს ნიშნავს. ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობად არ განიხილებოდა, მაგრამ ეს სრულიად შეიცვალა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მიერ გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ევროპის „გამოღვიძება“ უწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა იმისთვის, რომ სწრაფად იმოქმედოს, გადაწყვეტილებები არა ერთხმად, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღოს, რათა ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვას გვერდი აუაროს.

ასევე, მისი თქმით, ევროკავშირმა მისი დამფუძნებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო თავდაცვის პაქტი უნდა აღადგინოს.

„საერთო თავდაცვა არასავალდებულო დებულება არ არის. ეს ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს. ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა, რომ აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით დავდგეთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო