ვიქტორ ორბანი - მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის - ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება

მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის - ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას.

„თუმცა, არის რაღაც, რასაც არასწორად იგებ: ეს დებატები არც მე და არც შენ გეხება. საქმე უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდები ევროკავშირის წევრი“, - წერს ორბანი X-ზე.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა უკრაინა რუსული აგრესიის შეჩერების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს თამაშობს და ევროპის ქვეყნების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„ერთ ვიქტორსაც კი შეუძლია იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდოს ღიპი და არა იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, რათა რუსული ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნებისგან შეაჩეროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი