შსს - პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა - ბრალდებულები კახეთში მცხოვრებ მამაკაცს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და 10 000  აშშ დოლარი გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ..

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.

„კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა