Axios - დონალდ ტრამპი და ბენიამიმ ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ­, რომ აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს, ძირითადად ჩინეთში ნავთობის გაყიდვის კუთხით, - Axios-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების განცხადებით, მაქსიმალური ზეწოლის კამპანია ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე განხორციელდება.

Axios-ი განმარტავს, რატომ არის საკითხი მნიშვნელოვანი და წერს, რომ ირანული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი ჩინეთში მიდის. თუ ჩინეთი ირანიდან ნავთობის შესყიდვებს შეამცირებს, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამან შეიძლება შეცვალოს ირანის გათვლები და აიძულოს ის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მეტ დათმობაზე წავიდეს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ნეთანიაჰუ და ტრამპი ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ აუცილებელ საბოლოო შედეგზე - ირანზე, რომელსაც არ ექნება ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა. თუმცა, ისინი ვერ შეთანხმდნენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე. გამოცემის წყაროების განცხადებით, ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ირანთან კარგი შეთანხმების დადება შეუძლებელია და რომ მაშინაც კი, თუ შეთანხმებას ხელი მოეწერება, ირანი მას არ დაიცავს. ტრამპმა კი ნეთანიაჰუს უთხრა, რომ, მისი აზრით, ირანთან შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპმა თავის მრჩევლებს სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს ჰკითხა, ირანთან შეთანხმების მიღწევის რა შანსები არსებობს. მრჩევლებმა ტრამპს განუცხადეს, რომ ისტორია აჩვენებს, რომ ირანთან კარგი შეთანხმების მიღწევა რთულია, თუ არა შეუძლებელი. თუმცა, მათ ასევე უთხრეს ტრამპს, რომ ჯერჯერობით ირანელები ყველაფერს სწორად ამბობენ.

ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, კუშნერმა და უიტკოფმა ტრამპს უთხრეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და მკაცრ პოზიციას დაიკავებენ.

უიტკოფი და კუშნერი ჟენევაში ირანელებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის შეხვედრას სამშაბათს გამართავენ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო