მედია - უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა 15 თებერვლის ღამეს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო დააკავეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი მატარებლიდან ჩამოიყვანეს.

წყარო დასძენს, რომ სასაზღვრო პოლიციას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისგან მიღებული ჰქონდა მოთხოვნა, უწყებებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ გალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთას შეეცდებოდა.

სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ გალუშჩენკო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას „მიდასის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.

ცნობისთვის, 10 ნოემბრის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩისა და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოს სახლებში ჩხრეკას ატარებდა. იმავე დღეს, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში თანხების მითვისების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა და საქმეში ბრალდებულებს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. ოპერაციას „მიდასი“ ეწოდა. 19 ნოემბერს უკრაინის პარლამენტმა გალუშჩენკოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა