მაკა ბოჭორიშვილი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაბლო კირნოსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურების აუცილებლობას.

„დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არგენტინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროს ფარგლებში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიასა და ლათინური ამერიკის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა