საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა