მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპული ქვეყნების დასკვნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც სლოვაკეთში იმყოფება, აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპული ქვეყნების დასკვნა.

კერძოდ, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

რუბიომ განაცხადა, რომ ინფორმირებულია ამ ცნობების შესახებ.

მან დასძინა, რომ აშშ არ დავობს შეფასებაზე და არ აქვს მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დააყენოს იგი.

„ეს შემაშფოთებელი ანგარიშია“, - განაცხადა რუბიო და დასძინა:

„ჩვენ ვიცით ბატონი ნავალნის საქმის შესახებ და რა თქმა უნდა... არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ იგი.

ეს მათი ანგარიში იყო და მათ ეს გამოაქვეყნეს", - განაცხადა რუბიომ.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები აცხადებს, რომ რუსეთმა ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოკლა.

„გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო