თენგიზ შარმანაშვილი - ქართული სახელმწიფო ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობას არ დაუშვებს - ყველა უკანონო გზა იქნება აღკვეთილი

ქართული სახელმწიფო ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობას არ დაუშვებს - რა თქმა უნდა, ყველა უკანონო გზა იქნება აღკვეთილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ჰელსინკის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ყოვლად არასერიოზულია იმის თქმა, რომ ამ ცვლილებების მომზადება ცენზურა და ზეწოლაა.

„ჰელსინკის კომისიაზე ნათლად ითქვა და ორგანიზაციებიც კი დასახელდა, ვინ აპირებს საქართველოში უკანონოდ ფულის შემოტანას ისევ ექსტრემიზმისა და რევოლუციური სცენარების დასაფინანსებლად. მათ არც მიზანი დაუმალავთ და არც ის, რომ ამას აკეთებენ. ნიფნიფისა და ნაფნაფის ხუხულაც ვნახეთ, ესტონეთში. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ვითომ იქ არიან რეგისტრირებული, რომლებიც მილიონობით დაფინანსებას იღებენ. ქართული სახელმწიფო ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობას არ დაუშვებს. რა თქმა უნდა, ყველა უკანონო გზა იქნება აღკვეთილი. მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოში უკანონოდ ფულის შემოტანას აპირებენ. როცა ისინი გამჭვირვალეობაზე ამბობენ უარს, ამაზე გვაქვს რეაქცია. სუვერენიტეტის დაცვის მიზნით თავდაცვითი რეაქცია გვაქვს. ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ და თან ისე კი არა, რომ ჩუმად აკეთებდნენ, არამედ ამას მაღალი ტრიბუნებიდან აცხადებენ. ხვალ მოიფიქრებენ ახალს, რომ ქართულ პოლიტიკაში ფული შემოიტანონ, ხვალაც გვექნება რეაქცია. ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტის თავდაცვით რეჟიმში ვართ. გვაიძულეს, რომ თავდაცვით რეჟიმში ვიყოთ. ფულის შემოტანას რომ აპირებენ, ჩვენ მოვიგონეთ?! ამას თავად ამბობენ საჯაროდ. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა, უთავმოყვარეოც კი, ფორმალურად არ დაუშვებს უცხო ქვეყნებიდან თანხების საკუთარ სახელმწიფოში შეტანას," - განაცხადა შარმანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს