თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მისი წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ხუჭუა ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში 2025 წელს განხორციელებული ცვლილებების (განმეორებისას, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსამართლის ვალდებულება პირს შეუფარდოს მხოლოდ პატიმრობა, არანაკლებ მაქსიმალური ვადის ნახევრისა) კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებული მისი წარდგინებების არსებითად განსახილველად არ მიღების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა“, - განაცხადა ხუჭუამ.

მისივე ინფორმაციით, განჩინებები გამოქვეყნებულია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მოსამართლეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური წარდგინებები წარმოადგენს კონსტიტუციისადმი, ადამიანის უფლებებისადმი და სამოსამართლეო ფიცისადმი ერთგულების აქტს.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, ის კვლავ გააგრძელებს სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს