თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, პროკურატურას შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი და ექსპერტი ეყოლება წარმოდგენილი.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა ჭავჭანიძემ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უთხრა, რომ საჩუქარი ჰქონდა და მისთვის გადაცემა უნდოდა.

„დიდი მადლობა, მაგრამ არ შეიძლება. არავის მიმართ, არც ერთი მხარის მიმართ არაკეთილსინდისიერად არ ვარ განწყობილი. წესები არსებობს და ყველაფერი კალაპოტში უნდა მოექცეს“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ამასთან, ზურაბ ჭავჭანიძემ განაცხადა, რომ ის სრულ შიმშილობაზე გადავიდა.

სხდომას არ ესწრება ბრალდებული გიორგი ქორქია. ასევე, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე და კიდევ ერთი უფლებადამცველი. მოსამართლემ ადვოკატებს დაგვიანების გამო შენიშვნა მისცა.

„არც ერთი წამი არ დააგვიანოთ, მითუმეტეს, არასაპატიო მიზეზით. თითოეული წუთი მნიშვნელოვანია და არავინაა ვალდებული გელოდოთ", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს