ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ნატალია ვუტოვამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ასოციაციამ ადვოკატთა პროფესიის განვითარებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა, ასევე მიესალმნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

„ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ნატალია ვუტოვამ ევროპის საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის მრავალწლიან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიის სიძლიერე და დამოუკიდებლობა ქვეყანაში, რაც ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებს უზრუნველყოფს. მე ვთხოვე, რომ მათი მხრიდან მოხდეს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ახალი პროექტის ინიცირება და მხარდაჭერა, რათა ჩვენი წევრებისთვის პროფესიული განვითარება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს