დავით მათიკაშვილი - უცხოეთიდან პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს - ეს არის ოქროს სტანდარტი და წესი, რომელიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში

უცხოეთიდან პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს - ეს არის ოქროს სტანდარტი და წესი, რომელიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში - ბუნებრივია, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე ყველა სტანდარტს გააძლიერებს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ცვლილება, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონში და თანმდევ საკანონმდებლო სივრცეში შედის, ერთადერთ მიზანს ემსახურება - იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული იმ მავნე გადაწყვეტილებებისგან, რომელიც საქართველოში „შავი ფულის“ შემოდინების და ამ ფულით რადიკალიზმის დაფინანსებას ეხება.

„ჩვენ ვხედავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ევრობიუროკრატია და როგორ ცდილობს, პირდაპირ აღიარებითი ჩვენებებით, კანონის გვერდის ავლით, საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებას. სახელმწიფო უპირისპირებს კანონს, ადეკვატურ ქმედებას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვისთვის, ამიტომაც, ყველა ის ცვლილება, რომელიც შედის „გრანტების შესახებ“ კანონში და თანმდევ საკანონმდებლო სივრცეში, ერთადერთ მიზანს ემსახურება - იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული იმ მავნე გადაწყვეტილებებისგან, რომელიც საქართველოში „შავი ფულის“ შემოდინების და ამ ფულით რადიკალიზმის დაფინანსებას ეხება. უცხოეთიდან პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს - ეს არის ოქროს სტანდარტი და წესი, რომელიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. პრაქტიკულად, ნიღაბი აქვს ჩამოხსნილი იმ მავნე პრაქტიკას, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდნენ USAID-ის, NED-ის მეშვეობით, რაც თავის შინაარსში გულისხმობდა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების გავლით „შავი ფულის" შედინებას და ამით დემოკრატიის ნგრევას. ამის მიუხედავად, მაინც ღიად აცხადებდნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, როგორ სურთ საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსება. ბუნებრივია, სახელმწიფო არის ადეკვატური და ის ყველა სტანდარტს გააძლიერებს საკანონმდებლო დონეზე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს," - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს