გიორგი სიორიძე - რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას, აპირებს, მათი ლეგიტიმაციის აღიარება გაუტოლოს კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას, მაშინ როცა თავად „ქართული ოცნება“ არის კონსტიტუციური წესრიგის პირველი დამრღვევი

რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას, აპირებს, მათი ლეგიტიმაციის აღიარება გაუტოლოს კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას, მაშინ როდესაც თავად „ქართული ოცნება“ არის კონსტიტუციური წესრიგის პირველი დამრღვევი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს, სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილებები მორიგი პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენოს.

„გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი არის „რუსული კანონის“ მემკვიდრეობა. ეს არის სწორედ ის, რის გამოც რუსულს ვეძახდით ამ კანონს. თუ რუსეთის ფედერაციას 12 წელი დასჭირდა ამ გზის გასავლელად, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველო ამას 2-3 წელიწადში გადის. ამავდროულად, რეჟიმი, რომელსაც უდგას ლეგიტიმაციის პრობლემა, ახლა აპირებს, რომ მათი ლეგიტიმაციის აღიარება გაუტოლოს კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას. მაშინ როდესაც თავად „ქართული ოცნება“ არის კონსტიტუციური წესრიგის პირველი დამრღვევი, აპირებს, რომ ეს ცვლილებები გამოიყენოს მორიგი პოლიტიკური რეპრესიებისთვის. თვითონ „გრანტების შესახებ“ კანონმდებლობა კი შეეხება პრაქტიკულად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც პოტენციურად გახდება ფინანსური თუ სხვა სანქციების მსხვერპლი“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს