ირაკლი კობახიძე - რუსეთთან კომუნიკაცია არ გვქონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა. კობახიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას თავად აცნობებენ.

„ჩვენ არ გვქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარვუდგენთ შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ამასთან, რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძის დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექცია იმ მოცემულობის შესაბამისად იმუშავებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები თუმცა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

ალექსანდრე წულაძე გამოცდილი ადამიანია, იყო განათლების მინისტრი და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ არის პოლიტიკური წესით ელჩის ან ელჩთან გათანაბრებული პირის განმწესების პრაქტიკა და არსებობს არაპოლიტიკური ნიშნით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები - ამ მოცემულობის გათვალისწინებით იმუშავებს სექცია რუსეთის ფედერაციაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ერთი მხრივ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. მეორე მხრივ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებით, განწყობილნი არიან საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები განავითარონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს