მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტს, ეკატერინე კოტრიკაძეს რუსეთის ­არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სასამართლომ მას ასევე 4 წლით აუკრძალა ვებსაიტების, ელექტრონული ქსელების ან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში „პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებულმა კოტრიკაძემ მესენჯერის აპლიკაციის პირად არხზე შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებლებისთვის განათავსა ხუთი პუბლიკაცია, რომლებიც შეიცავდა განზრახ ცრუ ინფორმაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ“.

რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები ასევე აღძრულია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს და წამყვანების, ვალერია რატნიკოვას და იულია ტარატუტას წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს