მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის და ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების საკითხი.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფასეულია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა.

საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს