მედია - ბაქოს სამხედრო სასამართლომ მთიანი ყარაბაღის ყოფილ „მთავრობის მეთაურს“ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბაქოს სამხედრო სასამართლომ მთიანი ყარაბაღის ყოფილ „მთავრობის მეთაურს“ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ი ავრცელებს.

AZERTAC-ი წერს, რომ სომხეთის მოქალაქეს, რუბენ ვარდანიანს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების თანახმად, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ომის დანაშაულებისთვის, ასევე ტერორიზმისთვის და ტერორიზმის დაფინანსებისთვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის პროკურატურა ვარდანიანისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რუბენ ვარდანიანი 2023 წლის 27 სექტემბერს „ლაჩინის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც იგი მთიანი ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა. მისი სასამართლო პროცესი 2025 წლის იანვარში დაიწყო.

რუბენ ვარდანიანი სომხური წარმოშობის მილიარდერია და მოსკოვის ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელია. ვარდანიანმა 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და მთიან ყარაბაღში გადავიდა. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ მისი მოთხოვნა 2022 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დააკმაყოფილა. ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის „მთავრობის მეთაურის“ თანამდებობას 2023 წლის თებერვლამდე იკავებდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!