მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია - ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი საქართველო ავაშენოთ

ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს გაერთიანებასთან.

„ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს