ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-მდე დრონი და 29 რაკეტა გამოიყენა - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-მდე დრონი და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, გამოიყენა.

ზელენსკის ცნობით, უკრაინელებმა საჰაერო სამიზნეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდეს, თუმცა იყო დარტყმებიც და უკრაინის ბევრ რეგიონში სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეს იყო კომბინირებული დარტყმა, რომელიც განზრახ იყო გათვლილი ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, ოდესაში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ათიათასობით ადამიანი გათბობისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩა. რუსების სამიზნე 12 რეგიონი იყო. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა ათზე მეტი საცხოვრებელი შენობა და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.

„პარტნიორებმა უნდა უპასუხონ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ამ დარტყმას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიისთვის. ჩვენი დიპლომატია უფრო ეფექტური იქნება, თუ იქნება სამართლიანობა და ძალა. რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის სიძლიერე - სანქციების ზეწოლა და უკრაინის არმიისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის სტაბილური, სწრაფი მხარდაჭერა. იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს რეალური და სამართლიანი, მოქმედება უნდა იყოს მიმართული ამ აგრესიის ერთადერთი წყაროსკენ - რადგან სწორედ მოსკოვი აგრძელებს მკვლელობებს, მასობრივ თავდასხმებსა და შეტევებს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!