გიორგი შარაშიძე - თუ „ოცნებას“ ლეგიტიმაცია სურს, ხალხისგან უნდა მოიპოვოს, ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებ სისხლის სამართლებრივი დევნით - ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ სუბიექტური ინტერპრეტაციით, ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს

„ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ თუ მათ ლეგიტიმაცია სურთ, ხალხისგან უნდა მოიპოვონ და ლეგიტიმაციას ისეთი სადამსჯელო მექანიზმებით ვერ მოიპოვებ, როგორიც ნებისმიერ ადამიანზე სისხლის სამართლებრივი დევნაა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

მისი თქმით, ამ კანონის მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს.

„ოცნებას” უნდა შევახსენოთ, თუ მათ ლეგიტიმაცია სურთ, ხალხისგან უნდა მოიპოვონ და ლეგიტიმაციას ისეთი სადამსჯელო მექანიზმებით ვერ მოიპოვებ, როგორიც ნებისმიერ ადამიანზე სისხლის სამართლებრივი დევნაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს არ ეხებათ - ხვალ, ზეგ სუბიექტური ინტერპრეტაციით ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს მუხლი და აღმოჩნდეს ციხეში იმისთვის, რომ მას აქვს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. ამას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს - მეტიც, ავტორიტარიზმის გაცილებით რთული ფორმაა და შეიძლება, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც კი ჩავთვალოთ”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შემოდის და “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი - 316-ე პრიმა მუხლი ემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს