ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება.

ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდი ომანის დედაქალაქ მასკატში 6 თებერვალს გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს