ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს

სადაზღვევო კომპანია “ალდაგისა და EV Power-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ელექტრო ავტომობილები ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ივი ფაუერის დამუხტვის სადგურებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, EV Power ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს ავტომობილების დამუხტვა სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. „ალდაგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს დაზღვევის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინდივიდუალურად მორგებული პირობები და ისეთი უპირატესობები შევთავაზოთ, რომ მაქსიმალური კომფორტი მიიღონ ავტო დაზღვევით,“ - აცხადებენ „ალდაგში“;

მათივე ცნობით, „ალდაგში“, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ და მომსახურებას სპეციალურად დაკომპლექტებული გუნდისგან იღებენ, რომლებიც ინდუსტრიის მცოდნე სპეციალისტები არიან. „ალდაგის“ ელექტრო მანქანების დაზღვევა, მაქსიმალური ანაზღაურებით ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა