ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს

სადაზღვევო კომპანია “ალდაგისა” და EV Power-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ელექტრო ავტომობილები ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ივი ფაუერის დამუხტვის სადგურებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, EV Power ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს ავტომობილების დამუხტვა სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. „ალდაგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს დაზღვევის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინდივიდუალურად მორგებული პირობები და ისეთი უპირატესობები შევთავაზოთ, რომ მაქსიმალური კომფორტი მიიღონ ავტო დაზღვევით,“ - აცხადებენ „ალდაგში“;

მათივე ცნობით, „ალდაგში“, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ და მომსახურებას სპეციალურად დაკომპლექტებული გუნდისგან იღებენ, რომლებიც ინდუსტრიის მცოდნე სპეციალისტები არიან. „ალდაგის“ ელექტრო მანქანების დაზღვევა, მაქსიმალური ანაზღაურებით ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს