მარია ზახაროვა - უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს - ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, მეორე მხარეს - არა

უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც შეუძლია ვითარების მოგვარებამდე მიგვიყვანოს ან მოგვარების გზაზე დაგვაყენოს, დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობის მიღწევა სურს.

„ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს და ეს რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა. მეორე მხარეს არიან ისინი, ვისაც მშვიდობა არ სურთ. ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ არის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ ჟენევაში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!