ტატა ხვედელიანი - ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ, ის არ გამიკვირდება

ჩვენს ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ, ის არ გამიკვირდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ქრონიკა+”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში ქაოსი და შერჩევითი სამართლით ქვეყნის მართვის პრეცედენტია შექმნილი.

„ელისო კილაძე კი არა, კობახიძე რომ დააკავონ ხვალ, გაგიკვირდებათ? ჩვენს ქვეყანაში ქაოსი და შერჩევითი სამართლით ქვეყნის მართვის პრეცედენტია შექმნილი. რასაც ჩვენ გუშინ სასამართლოს ეზოში ვუყურეთ, ეს არის „ოცნების” პოლიტიკის შედეგი და ის, რომ ქაოსი და კრიმინალის თარეში ხდება საქართველოში. ეს არის ის, რომ ქართველი დედა დღემდე ხუთი წლის განმავლობაში თავისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა , ამის შესახებ ყველა ინფორმაცია ჰქონდათ შესწავლილი, ჩანაწერები ჰქონდათ და ხუთი წელი ინახავდნენ. არ იბადება შეკითხვები, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

ჩვენს ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ ის არ გამიკვირდება”,- გამაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს