კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა

კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის, ღაზას სექტორისა და ირანის საკითხები განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო პუტინის ბარბაროსული თავდასხმები უდანაშაულო მოქალაქეებზე და ლიდერებმა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე, ლიდერებმა აშშ-სა და ირანს შორის ჟენევაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს