დავით მათიკაშვილი - პროკურატურის ბრიფინგი მკაფიო მაგალითია, როგორ ხდება დანაშაულის გამოძიება - საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე, რომლის შედეგადაც, უკანონოდ ხდებოდა მილიონობით თანხების მოზიდვა, რომელიც დანაშაულებრივ მიზნებს ხმარდებოდა

დღევანდელი ბრიფინგი მარტივი და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება დანაშაულის გამოძიება და ამ გამოძიების შედეგად როგორ აღიძვრება ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქოლცენტრების” საქმეზე პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროკურატურის განცხადებაში საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ფარგლებს გარედან უკანონოდ ხდებოდა მილიონობით თანხების მოზიდვა, რომელიც დანაშაულებრივ მიზნებს ხმარდებოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პროკურატურას იმ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებისთვის, რასაც ახორციელებს. მოვისმინეთ ბრიფინგი, სადაც პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ გახსნილია კონკრეტული დანაშაული, „ქოლცენტრების” ყბადაღებული თემა და კონკრეტულ პირებს, მათ შორის ამ ქალბატონს [ელისო კილაძეს] ბრალი აქვს წაყენებული. საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ფარგლებს გარედან უკანონოდ ხდებოდა მილიონობით თანხების მოზიდვა, რომელიც ხმარდებოდა დანაშაულებრივ მიზნებს - ამ ყველაფერს კი ქვეყნის შიგნით მაღალი თანამდებობის პირები, ყოფილი პროკურორი [ოთარ ფარცხალაძე] და სხვა პირები მფარველობდნენ. ცხადია, რომ სამართალდამცავი ორგანოების სფეროში არსებულ საკითხებზე სწორედ ეს ორგანოები სცემენ პასუხს. დღევანდელი ბრიფინგიც მარტივი და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება დანაშაულის გამოძიება და ამ გამოძიების შედეგად როგორ აღიძვრება ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმის აღძვრა”, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!